ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ქართულ-გერმანული გართიანებული სემინარი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!

ქართულ-გერმანული გართიანებული სემინარი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024

აჩვენე კალენდარზე

12-13 მარტს (2024) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლამ უმასპინძლა რიგით მეორე ქართულ-გერმანულ გაერთიანებულ სემინარს. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

სემინარს აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ბაქარ ბერეკაშვილი, ɫӰ-ს იურიდიული კლინიკის პროგრამების ხელმძღვანელი, გიორგი თუთბერიძე და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ ბონი.

ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემატიკებზე სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. სამუშაო სესიები აგრეთვე მოიცავდა დისკუსებსა და პოლემიკას წარმოდგენილი თემების გარშემო.

სემინარმა ხელი შეუწყო ქართველ და გერმანელ სტუდენტებსა და მეცნიერებს შორის სამეცნიერო ცოდნისა და კულტურული ფასეულობების გაცვლას.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა