ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

104 წელი ოკუპაციიდან!

104 წელი ოკუპაციიდან!

სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025

აჩვენე კალენდარზე


1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსულ საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

5 კვირიან ბრძოლას, სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილს, სხვა გმირებთან ერთად, წითელი ჯვრის მოხალისე, სტუდენტი, 19 წლის პატრიოტი მარო მაყაშვილი შეეწირა.

"…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო."

გავიმარჯვებთ სახელოვნად!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა