16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ɫӰ-ში!
შაბათი, 26 ნოემბერი, 2022
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ɫӰ) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში“ [FR-21-11588] ფარგლებში გენდერული ნიშნით ძალადობის 16 დღიანი კამპანიის დაწყებას აღნიშნავს.
25 ნოემბერს (2022), პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევის საფუძველზე ახალგაზრდა მკვლ᳥ვარებისთვის ბიძგის მისაცემად დაგეგმილი სამეცნიერო დისკუსია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართა, რომელიც უკავშირდებოდა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გარშემო მეცნიერულ დისკუსიას:
დისკუსია კინოჩვენებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნილი მასალის საფუძველზე ჩატარდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ ɫӰ-ს სტუდენტები.