ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

კონკურსის "2020 In A Nutshell" ფინალი

კონკურსის "2020 In A Nutshell" ფინალი

ოთხშაბათი, 23 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

23 დეკემბერს გაიმართა კონკურსის „2020 In A Nutshell“ გამარჯვებულების გამოვლენის ონლაინ ცერემონია.

“2020 In A Nutshell” პოსტერით, ვიდეოთი და 6 სიტყვიანი მოთხრობით მოყოლილი 2020 წელია. კონკურსის ჩატარების იდეა 2020 წელს, კოვიდპანდემიით გამოწვეული ცვლილებების კვალდაკვალ დაიბადა. ɫӰ-ში ვიფიქრეთ, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, 2020 წლის შეჯამებაც კი შეიძლება იყოს იმედის მომცემი და პოზიტიური. ამიტომ, ვთხოვეთ სტუდენტებს ორიგინალურად, კრეატიულად და სხარტად შეეჯამებინათ 2020 წელი. პოსტერების, ვიდეოების და 6 სიტყვიანი მოთხრობების უმრავლესობა გამოირჩეოდა იუმორითა და პოზიტივით.

დიდ მადლობას ვუხდით ჟიურის წევრებს შეფასებისთვის და თითოეულ კონკურსანტს მონაწილეობისთვის.  

6 სიტყვიანი მოთხრობის კატეგორიაში გაიმარჯვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერაული განათლების სკოლის სტუდენტმა ნინო ყურაშვილმა;

პოსტერის კატეგორიაში გაიმარჯვა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გიორგი ქართველიშვილმა;

ხოლო, ვიდეოს კატეგორიაში გაიმარჯვა ასვეე ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გივი ნოზაძემ.

სამივე კატეგორიაში გამარჯვებულს ვულოცავთ 2020 წლის ორიგინალურად შეფასებას და 700 ლარიანი საპრიზო ფონდის მოგებას.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა