ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

შემეცნებითი კრეათონი - "ფიროსმანი ციფრულ სივრცეში"

შემეცნებითი კრეათონი - "ფიროსმანი ციფრულ სივრცეში"

ორშაბათი, 06 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

6 მაისს (2019) Georgian National Museum/საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და GeoLab • ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური საგანმანათლებლო შემეცნებითი კრეათონი - "ფიროსმანი ციფრულ სივრცეში".

კრეათონის მიზანი გახლდათ ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ციფრულ სივრცეში ასახვა.

კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა. 9 ფინალისტს შორის ორი გუნდი ɫӰ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლიდან იყო. ერთერთმა გუნდმა კი ჩვენი ლექტორის, ქეთი ბიბილაშვილის მენტორობით მეორე ადგილი დაიკავა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა