ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

პროექტის „საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურა“ პირველი წლის შეჯამება

პროექტის „საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურა“ პირველი წლის შეჯამება

შაბათი, 16 მარტი, 2024

აჩვენე კალენდარზე

წარმატებით მიმდინარეობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კვლ᳥ვა „საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურის“ პირველი წელი, რომელიც შოთა რუსთველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევითი გრანტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია შეისწავლოს ჩვენი საზოგადოება და მოახდინოს მისი ახლებური სტრატიფიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით.

კვლევითი პროექტის გუნდის აქტიური მუშაობით და პროექტის პარტნიორ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ეფექტური თანამშრომლობის შედეგად სრულად შესრულდა კვლევის პირველი წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს საზოგადოების სტრუქტურის დახასიათებისათვის, როგორც მეთოდოლოგიური ისე თეორიულ-კონცეპტუალური მიმართულებით. პროექტის უცხოელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით გაფართოვდა მონაცემთა ბაზების და წყაროების ჩამონათვალი, რომლის დამუშავების საფუძველზე უნდა შედგეს ჩვენი საზოგადოების სოციალური რუკა, თუ რა ძირითადი ჯგუფებისგან შედგება ჩვენი სოციუმი და რით ხასიათდებიან ეს ჯგუფები.

მეორეს მხრივ, ლიტერატურაზე მუშაობამ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაამდიდრა კვლ᳥ვა ტრანზიციულ პერიოდამდე ქართული საზოგადოების დახასიათების კუთხით.

პროექტის ძირითადი პერსონალია:

  • პროფ. ზაზა რუხაძე - პროექტის ხელმძღვანელი
  • ალექსანდრე ცაგარელი - მკვლ᳥ვარ კოორდინატორი
  • ბაქარ ბერეკაშვილი - მკვლ᳥ვარი  
  • ანა პაპიაშვილი - მკვლ᳥ვარი

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა