ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია!

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია!

პარასკევი, 07 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მიღებას.


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს: 

  • 160 ევროს დღიურად.
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 820 ევროს ოდენობით;
  •  სამუშაო 5 დღესთან ერთად უფინანსდებათ დამატებით 2 დღე, თავისუფალი დროის გამოსაყენებლად.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • შ᳥ვსებული ხელშეკრულება       

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება მიმღები (კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 1 კვირა. 22-26 მაისი - საერთაშორისო კვირეული.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 14 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კიომბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა