ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ერაზმუს პლიუსის პროექტის „ომბუდსმენის თანამდებობის მეშვეობით სტუდენტთა უფლებების დაცვა (AESOP)“ ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ერაზმუს პლიუსის პროექტის „ომბუდსმენის თანამდებობის მეშვეობით სტუდენტთა უფლებების დაცვა (AESOP)“ ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

სამშაბათი, 16 ივლისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

2019 წლის 15-16 ივლისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ომბუდსმენის თანამდებობის მეშვეობით სტუდენტთა უფლებების დაცვა (AESOP) გაიმართა დასკვნითი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის ɫӰ ომბუდსმენი.

პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი. პროექტში ჩართულები იყვნენ პოლონეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, პორტუგალიის და ავტრიის პარტნიორი უნივერსიტეტები და ომბუდსმენის ოფისები.

პროექტის ფარგლებში, ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში შეიქმნა ომბუდსმენის ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებების მხარდაჭერას.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა