AI Bootcamp: ზაალ გაჩეჩილაძე "Artificial Intelligence in Use"
სამშაბათი, 25 მაისი, 2021
Al Bootcamp-ის ონლაინ შეხვედრების კვირეული, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ɫӰ-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ხორციელდება, გრძელდება!
25 მაისს (2021) ჩატარდა Al Bootcamp-ის მეოთხე სესია სახელწოდებით Artificial Intelligence in Use, რომელსაც უძღვებოდა ზაალ გაჩეჩილაძე, Pulsar AI-ის CTO & Co-Founder.
აღნიშნული სესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, რადგან სესიას წინ უძღოდა პულსარის გლობალური წარმატება. გლობალურმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი - Pulsar AI შეიძინა, შესაბამისად კომპანია გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელმაც ასეთ გლობალურ წარმატებას მიაღწია.
6 დღიანი ონლაინ კვირეულის ფარგლებში, Bootcampის მონაწილეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის/მანქანური სწავლების შესახებ, უცხოელი და ქართველი სპიკერებისგან.
#WeAreɫӰ #ჩვენვქმნითმომავალს #ɫӰმომავლისთვის