ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-6 ნაკადის გამოშვება

ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-6 ნაკადის გამოშვება

ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

1 ივლისს (2024) ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-6 ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ეფემია ლორია, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და ɫӰ-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ესწრებǃნ᳥ნ.

პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე, მოიცავს როგორც თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებს, სიმულაციებსა და დისკუსიებს. პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც გადაწყვიტა დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის, ოფიცრის თუ მენეჯერის პოზიციაზე იმ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ . 

„ვფიქრობთ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი აღნიშნული კურსის მიმართ და გზას გაუხსნის მომავალ სპეციალისტებს სწავლის გადაწყვეტილების მიღებიდან პროფესიული განვითარებისკენ“ - თამთა ნიშნიანიძე.

ɫӰ კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა