შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ 2019 წლის 4 იანვარს აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ
პარასკევი, 04 იანვარი, 2019
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად 3 წლის ვადით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- CV;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია.
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2019 წლის 4 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10.
კონკურსი ჩატარდება 15 თებერვალს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 16 თებერვალს.
იხილეთ შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად კონკურსის ჩატარების დებულება.
საკონკურსო ადგილებისამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლამიმართულება - საჯარო სამართალი
მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები (ინგლისური ფილოლოგია)
|