ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად

ორშაბათი, 30 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად 3 წლის ვადით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

სავალდებულო:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
  • კლინიკურ დისციპლინებზე დამატებით შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
  • პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებით წარმოსადგენი:

  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსის ბოლო ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად. 

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე სამუშაო დღეებში, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 10 თებერვალს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 12 თებერვალს.

იხილეთ შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად კონკურსის ჩატარების დებულება.


საკონკურსო ადგილები                                                                                                                                                                                                                                                  

მიმართულება - ზოგადი ქირურგია
  • ერთი სრული პროფესორი
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - დერმატოვენეროლოგია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
მიმართულება - ტრავმატოლოგია
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ინფექციური სნეულებები
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ნევროლოგია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ოფთალმოლოგია
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ნეიროქირურგია
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ენდოკრინოლოგია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - გინეკოლოგია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ბიოლოგია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - იმუნოლოგია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - მიკრობიოლოგია
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - პათოლოგია
  • ორი ასოცირებული პროფესორი
  • ორი ასისტენტი
მიმართულება - ბიოქიმია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - სამეცნიერო კვლ᳥ვა
  • ერთი სრული პროფესორი
მიმართულება - საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • ორი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი სრული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ფსიქოლოგია
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტი


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა