ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

პავლე (პაკო) ტაბატაძის ღია ლექცია - რა არის Arduino და რატომ უნდა ვისწავლოთ მისი დაპროგრამირება?

პავლე (პაკო) ტაბატაძის ღია ლექცია - რა არის Arduino და რატომ უნდა ვისწავლოთ მისი დაპროგრამირება?

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

10 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით:"რა არის Arduino და რატომ უნდა ვისწავლოთ მისი დაპროგრამირება?", რომელსაც უძღვებოდა პავლე (პაკო) ტაბატაძე.

შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები.

სპიკერის რეგალიე:
დაამთავრა აკად. ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტრენინგებში. გააჩნია პედაგოგიური გამოცდილება, ჩატარებული აქვს სოციალური მედიის ტრენინგები.

ამჟამად, სწავლობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში - ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2012 წელს მუშაობდა ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ დეველოპერების ჯგუფში.

მუშაობდა Game Developer-ის პოზიციაზე Octappus studio-ში. ამჟამად, მუშაობს კომპანია Nextep -ში Game Developer-ის პოზიციაზე.

მუშაობს აუდიტორიების სამართავ ელექტრონულ პლატფორმაზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის. ასევე მუშაობდა განათლების სამინისტროს პროექტზე რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ინტერაქციული წიგნები დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.

აქვს ბლოგი სადაც განთავსებულია სტატიები თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებზე.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა