ბიზნესის ადმინისტრირების (BMB) კურსზე მორიგი ნაკადის დამამთავრებელი ეტაპი შედგა - 25 ივლისს 12 საათზე მსმენელებმა ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები დაიცვეს.
მომსახურებისა და წარმოების სფეროში ბიზნეს გეგმები BMB-ის კურსის სტუდენტებმა ɫӰ-ში გავლილი კურსის საფუძველზე, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით მოამზადეს.
წარმოდგენილი იყო 6 პროექტი, რომელთაგან ერთ გამარჯვებულს კურსის ტრენერებისგან შემდგარი ჟიური ხვალ, 28 ივლისს, გამოავლენს.
BMB-ის კურსის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ სტუდენტებს წარმატებული პროექტით სწავლის საფასურის უკან მიღება შეუძლიათ - საუკეთესო ნამუშევარს ფულადი ჯილდო სწორედ იმ ოდენობით გადაეცემა, რაც ɫӰ-ს ბიზნესის ადმინისტრირების კურსის ღირებულებაა.
წარმატებას ვუსურვებთ BMB-ის მსმენელებს და ველოდებით ხვალინდელ დღეს :)
შეგახსენებთ, მსმენელები ბიზნეს ქეისს სურვილისამებრ ირჩევენ. ძირითადად ეს მათი საკუთარი ბიზნესის განვითარების ან მომავალი ბიზნესის გეგმის შედგენაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მსმენელთა კარიერულ წინსვლას.
გამოცდილი ტრენერების რეკომენდაციები და BMB-ის კურსის შედეგად ამაღლებული კვალიფიკაცია მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.