წიგნის პრეზენტაცია - „ქართული ენის ანტონიმთა ლექსიკონი“
ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018
24 დეკემბერს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მესამე კურსის სტუდენტის, ნათია ტყემალაძის, წიგნის პრეზენტაცია - „ქართული ენის ანტონიმთა ლექსიკონი“.
წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, ლექტორი და სტუდენტები.
მას შემდეგ რაც თავად ავტორმა ისაუბრა წიგნის სპეციფიკასა და მნიშნვნელობაზე, მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი აზრი გამოეთქვათ წიგნის შესახებ. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტის მცდელობა გადაედგა ნაბიჯი სამეცნიერო სამყაროსაკენ ძალიან დადებითად შეფასდა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ამაყობს თავისი სტუდენტებით და მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს მათ გაბედულ და საინტერესო წამოწყებას. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ნათიას და წარმატებას ვუსურვებთ მას.