ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ɫӰ-ს ბიზნესის სკოლა - მე-5 სამეცნიერო კონფერენცია

ɫӰ-ს ბიზნესის სკოლა - მე-5 სამეცნიერო კონფერენცია

პარასკევი, 20 ნოემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

19-20 ნოემბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ბიზნესის სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციისა და ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რიგით მე-5 სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში V."

კონფერენცია უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს:

  • წარმოებული ფასიანი ქაღალდების თეორია, ფასგათვლა და ჰეჯირება;
  • საინვესტიციო პორტფელების მართვა;
  • ფინანსური რისკების ანალიზი;
  • სადაზღვევო სქემები;
  • სოციალური დახმარების სისტემის მეთოდიკების დამუშავება რეგრესიული ანალიზის მეშვეობით;
  • სტატისტიკის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა გამოყენებებით სოციალურ მეცნიერებებში და ფინანსურ ეკონომიკაში;
  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის თანამედროვე ამოცანები;

კონფერენციის დასკვინითი ეტაპი, ტრადიციულად, იქნება მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების გაერთიანება და სამეცნიერო ჟურნალის მორიგი ნაწილის გამოშვება.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა