ცხადდება გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში თურქეთში (2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა სამაგისტრო პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ɫӰ-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- სასწავლო ხელშეკრულება შევსებული (შევსების ინსტრუქცია იხილეთ გზამკვლევი ქართველი სტუდენტ᳥ბისთვის)
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტ᳥ბისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 14 ნოემბრის 19:00 საათამჸ გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Isparta, Bachelor/Master
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge