ɫӰ-ს სტუდენტები, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და ICDC-ის ორგანიზებით, კარიერულ კონსულტირების პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან.
პროექტის ფარგლებში, ɫӰ-ში ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს - ICDC ვუმასპინძლეთ, თემაზე: ,,სტაჟირების შესაძლებლობები და კარიერული კონსულტირება“.
პროექტის ექსპერტმა, მაკა კუკავამ და კარიერის კონსულტანტმა მაკა მჟავანაძემ ɫӰ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებადი სტაჟირების ვაკანსიები გააცნეს. სტუდენტები კარიერის კონსულტირების პროცესს დააკვირდნენ და რეალურ დემო სესიაზე მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის დასასრულს, ICDC-მ 9 ɫӰელს კარიერული კონსულტირება დაუფინანსა. პროექტი სტუდენტების პროფესიულ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და კონკურენტულ გარემოში, მათ ეფექტური თვითპოზიციონირებისთვის საჭირო უნიკალური უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.