ცხადდება აპლიკაციების მიღება Erasmus Buddy-ის მოხალისეობრივ პოზიციაზე
პარასკევი, 24 სექტემბერი, 2021
Erasmus+-ის პროგრამების ფარგლებში ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრმებთ საზღვარგარეთ.
მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასულ სტუდენტებს ადაპტაციაში ეხმარებათ ადგილობრივი მეგობარი „Erasmus Buddy”, რომელიც ახალ ქვეყანაში სტუმრობას ნაკლებად სტრესულსა და ბევრად საინტერესოს ხდის.
2021 წელის შემოდგომის სემესტრში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ესტუმრებიან გაცვლითი პროგრამის სტუდენტები ესპანეთიდან და პორტუგალიიდან, შესაბამისად ვაცხადებებთ მიღებას Erasmus buddy-ს პოზიციაზე.
შერჩეულ Erasmus buddy კანდიდატებს საჩუქრად გადაეცემათ მათთვის სასურველი ɫӰ-ს ნებისმიერი სასერთიფიკატო კურსი, სრული დაფინანსებით.
Erasmus Buddy-ის მოვალეობები:
1. ერასმუსის სტუდენტ᳥ბისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში დახმარების გაწევა - ქართულ ენაზე სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, შესაბამისი დახმარების გაწევა აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისა და პასუხისმგებელი პირების შესახებ.
2. კამპუსის დათვალიერება, სტუდენტური შეღავათებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სხვა სტუდენტებთან სოციალიზაციის ხელშეწყობა.
3. თბილისის დათვალიერება და მნიშვნელოვანი ისტროიული ფაქტების გაცნობა, ტურისტული ადგილების მონახულება, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
4. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის გაცნობა, სამგზავრო ბარათის აღებაში დახმარება და ა.შ.
5. სოციალიზაციაში ხელშეწყობა.
6. საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
7. ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმირება.
8. არაფორმალურ სტუნდეტურ ცხობრებაში სხვადასხვა საკითხთან დაკაშირებით ინფორმაციის მიწოდება.
Erasmus Buddy-ის მახასიათებლები:
1. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
2. კომუნიკაბელურობა;
3. ღიაობა ახალი კულტურისა და სიახლეებისადმი;
4. პასუხისმგებლობის გრძნობა;
5. სასურველია ბიზნესის ან ინფორმატიკის სკოლის სტუდენტი, რადგან სწორედ ამ პროგრამებზე ისწავლიან გაცვლითი პროგრამის სტუდენტები. თუმცა, სხვა ფაკულტეტიდანაც მიიღება განაცხადები.
6. სასურველია თავად გქონდეთ გაცვლითი პროგრამის გამოცდილება.
7. სასურველია ბოლო კურსის ბაკალავრის სტუდენტი, ან მაგისტრანტი
თუ დაინტერესებული ხარ გახდე Erasmus buddy, მაშინ შეავსე მარტივი და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით!
Erasmus buddy-ს მოვალეობა სრულდება მაშინ, როდესაც სრულდება გაცვლითი პროგრამა.