„ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ ეს არის გზა, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე გვაქვს გასავლელი ამიტომ ვშრომობთ იმისთვის რომ სტუდენტ᳥ბისთვის, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შევქმნათ, რათა თქვენ გაუმრავალფეროვადნეთ და გაბედულად შექმნათ ის დღის წესრიგი, რომელიც თავისუფლებას, წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.
პრაგმატიზმი, თავისუფლება და მრავალფეროვნება ეს ის ღირებულებებია, რომელზეც დგას ევროპული გაერთიანება. მისკენ სწრაფვა კი, ჩვენი გააზრებული, პრაგმატული და კანონზომიერი არჩევანია.
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - ესაა ევროკავშირი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი გაერთიანება, რომელიც ყველაზე ეფექტურად იცავს ერი-სახელმწიფოების იდეას, კულტურებს, რელიგიებს, ეთნიკურ მახასიათებლებს და ამით ქმნის უნიკალურ მრავალფეროვნებას.
ჩვენ უკვე ავირჩიეთ ევროპა, თავისუფლებისთვის და მეტი კეთილდღეობისთვის კი, როგორც ილია იტყოდა მეტი ცოდნა და შრომა გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ɫӰ პარტნიორებთან ერთად იწყებს საერთაშორისო პროექტების ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს პროგრამებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი და არამარტო ჩვენი სტუდენტ᳥ბისთვის გაიფართოვეთ ხედვები, გაიმდიდროთ კავშირები და გაიზარდოთ გავლენა, რაც მსოფლიო მასშტაბით მეტად კონკურენტუნარიანებად გაქცევთ.
მასშტაბური აზროვნება დღევანდელ მსოფლიოში წარმატებისთვის აუცილებელი უნარია, ამიტომ ჩვენებურად ასე გეტყვით:
მიღე ჩვენს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და გაუგლობალიზდი ანუ შენი ცოდნა, უნარები, ხედვები, და კავშირები გახადე გლობალური.
ვიწყებთ ევროპითა და ევროკავშირის დედაქალაქით, საგანმანათლებლო ტური ბრიუსელში, ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.
ɫӰ პარტნიორებთან ერთად, შეარჩევს 10 ახალგაზრდას, მათ, ვისაც პოლიტიკა, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული ინსტიტუტები და ახალი ევროპული კავშირების გაღრმავება აინტერესებს.
რატომ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები ჩვენი არჩევანი, როგორც მიიღება გადაწყვეტილებები ევროპულ ინსტიტუციებში, რა ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან ევროპელები, რა არის მათი მთავარი გამოწვევა დღეს და რას ფიქრობენ საქართველოსა და მის მომავალზე? ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც განიხილება პროექტის ფარგლებში შეხვედრებისა და ვორქშოფების ფორმატში.
ევროპული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან მათთვის დაგეგმილ ღონისძიებებს შემდეგ ინსტიტუტებში:
- European Parliament
- Council of the European union
- European Commission
- NATO headquarter
- EEAS - European External Action Service
მხოლოდ ɫӰ-ს სტუდენტ᳥ბისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები.
ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 580 ევროს.
ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა:
- ტურნეს აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
- ცხოვრებას სასტუმროში 4 ღამის/5 დღე განმავლობაში;
- წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
- ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
- აეროპორტის ტრანსფერს
- მონაწილეებს პროექტის ბოლოს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი
- თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;
რ᳥გისტრაცია:
ɫӰ-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ სკოლის აკადემიურ მენეჯერებს, და შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკǃების მიერ, თითოეული სკოლიდან შეირჩევა მხოლოდ 2-3 სტუდენტი. რ᳥გისტრაცია მხოლოდ ɫӰ-ს სტუდენტ᳥ბისთვის:
ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს. რეგისტრაციისთვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს. რ᳥გისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტ᳥ბისთვის:
რ᳥გისტრაცია სრულდება 15 თებერვალს.
საკონტაქტო პირი 577592092