ɫӰ is announcing a competition for the Erasmus+ exchange program!
ხუთშაბათი, 10 თებერვალი, 2022
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის პროგრამის ლექტორებს, ასევე ɫӰ-ს ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 ან პორტუგალიური ენის B2 დონეზე ცოდნა.
- შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, ჯამში 1120 ევროს.
- 820 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
Mobility agreement (training);
შერჩების კრიტერიუმები:
ɫӰ-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალისათვის
ɫӰ-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 25 თებერვლის, 19:00 საათამჸ&Բ;გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, აკადემიური პერსონალი" ან "ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ადმინისტრაციული პერსონალი".
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge