ცხადდება გაცვლითი პროგრამა ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთში!
პარასკევი, 28 აპრილი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, -ში, ესპანეთი. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში ესპანეთში (2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს და სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ესპანური ენების B2 დონეზე ცოდნა;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ɫӰ-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- ესპანური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერთიფიკატი, ɫӰ-ს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "იბერიას" ან ɫӰ-ში გავლილი საგნის მინიმუმ A2 დონის სერტიფიკატი). ინგლისური ენის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, არ არის სავალდებულო ესპანური ენის სერტიფიკატი (ესპანური ენის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად).
- დეკანის სარეკომენდაციო წერილი (სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტ᳥ბისთვის)
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- კანდიდატის შერჩევა (მიმღები უნივერსიტეტი)
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტ᳥ბისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერიოდი გახლავთ 2023 წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 17 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: University of Jaén, Bachelor or University of Jaén, Master
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge