ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ლუკა კუხიანიძე

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ლუკა კუხიანიძე

პარასკევი, 18 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკǃის სტუდენტი, ლუკა კუხიანიძე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა პორტუგალიაში, Polytechnic Institute of Beja-ში.

1. მოგვიყევით როგორ გაიგეთ ჩვენი გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლათ (ადგილმა, უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა);

გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია აკადემიურმა მენეჯერმა მოგვაწოდა სტუდენტებს, ტექსტური შეტყობინებითაც და პირადადაც, ხოლო დეტალურ ინფორმაციას - ɫӰს ვებ-გვერდზე გავეცანი. ჩემ შემთხვევაში საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მიემართებოდა ყოველ შანსს, ყოველ ქვეყანასა და გარემოფაქტორს. ასე რომ, ადგილს და უნივერსიტეტს მაინცდამაინც მნიშვნელობა არ ჰქონია, ყოველშემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების საწყის ეტაპებზე. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ პორტუგალია ნამდვილად არის  არჩევანი, რომელიც ქართველი სტუდენტ᳥ბისთვის ძალიან ხელსაყრელია: იმ გაგებით, რომ პორტუგალია არ არის ძვირი ქვეყანა. პროდუქტები, კომუნალური გადასახადები, საცხოვრებელის ქირა, - იაფია.

2. რა პროცესები გაიარეთ ამ პროგრამაში ჩართვისთვის, როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობაღიაობა და რამდენად მარტივი ან რთულია ɫӰ-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა ჩვენივე სტუდენტ᳥ბისთვის.

პირველი ნაბიჯები, როგორც ყოველთვის, არის ფორმალური მხარეები: დოკუმენტაციის მოგროვება, განაცხადის შეტანა. ამის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი კონკურსის წესით ირჩევს სტუდენტებს და შემდეგ ინიშნება რამდენიმე გასაუბრება უცხოურ ენაზე. ეს არის და ეს. საერთოდ, უკეთესიცაა, როცა ადამიანი მხარდაჭერის მოლოდინზე არაა დამოკიდებული. ამის იმანენტური გაგებით. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იღებს, ვინადიან ამ პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპორავი, მიზანი, დამოუკიდებლობაა. ასე რომ, ყველა ადამიანმა, ვისაც ამ პროგრამაში მონაწილეობა სურს, ჯობს გამოიმუშავოს გარკვეული ფსიქოლოგიური მოლოდინი, საკუთარი თავის წინაშე, რომ ის არის დამოუკიდებელი. ეს არის მრავალსაუკუნოვანი პროპორცია, - შრომა — დამსახურება. იმედი მაქვს, ისე არ გამოიხატა ჩემი სათქმელი, თითქოს მხარდაჭერა არ არსებობს, თუმცა ხშირად მხარდაჭერა აუცილებლობის საზღვრებს არ სცდება. და ეს ძალიან კარგია.   

3. რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რისი მომტანია ეს გამოცდილება სტუდენტისთვის?

საზღვარგარეთ, მინდა გითხრათ, ამის მოდელი განსახვავებულია. სტუდენტები, რომელიც გავიცანი, ჩემთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ გაცვლითი პროგრამა მათ უნივერსიტეტში - სავალდებულოა. ყველა ევროპის უნივერსიტეტში ასე არის თუ არა, ვერ მოგახსენებთ, მე მგონი, არა, — ეს უნივერსიტეტის შესაძლებლობებზეც იქნება დამოკიდებული, მაგრამ წარმატებული უნივერსიტეტების უმრავლესობას აუცილებლად აქვს გაცვლითი პროგრამა, როგორც სავალდებულო. მათ შორის, ევროპელი მოქალაქებიის უმრავლესობა აბიტურიენტობისას სწორედ იმის მიხედვით აკეთებს არჩევანს უნივერსიტეტზე, აქვთ თუ არა მათ გაცვლითი პროგრამა. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამისადმი ინტერესი ძალიან დაბალია, შეიძლება ეს იშვიათობიდან გამომდინარეობდეს, - მრავალი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ეს არ არის შეკითხვა. ბავშვობაში იქნებ თქვენც გყავდათ სკǃის მასწავლებელი, რომელიც იყენებდა ერთ შაბლონს (რომელსაც, მე მგონი, ყველა სკǃის მასწავლებელი იცნობს) „ისწავლეთ კარგად, თქვენ ამ ქვეყნის მომავალი ხართ“; მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იმისთვის სწავლობს, რომ საზღვარგარეთ წავიდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს, გულღიად რომ გითხრათ, ოდნავ ეგოისტური დამოკიდებულებაცაა, მაგრამ ზოგჯერ ეგოიზმი ერთადერთი გზაა. ისე რომ, არავის ვამტყუნებ და არ მინდა ასე იყოს გაგებული ჩემი ეს სათქმელი, პირიქით. მაგრამ, მე შევამჩნიე, რომ თითქოს როცა მიემგზავრები აზრით, რომ უკან არასოდეს დაბრუნდები, ნაკლებად ცდილობ რაიმეს შესწავლას. აზრის სიღრმეში, პირიქით - ყველაფრის დავიწყებას ცდილობ, მხოლოდ ადაპტაციას გადიხარ, ისიც ნელა, ამისთვის ნახევარი წელი ცოტაა. მაგრამ როდესაც მიემგზავრები აზრით, მოლოდინით, რომ უკან დაბრუნდები, გაცილებით ორიენტირებული ხარ რაღაცის მოგროვებაზე. არ ვიცი, ეს რომელ ფსიქოლოგიურ მომენტს უნდა ესაძირკველებოდეს ადამიანში, თუ არის საერთოდ ეს ფსიქოლოგიის კომპეტენცია, მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ჩემ შემთხვევაში ასე იყო და, მათ შორის, სტუდენტებთან, რომელთანაც მისაუბრია, შემიმჩნევია ამგვარი გამოცდილების მსგავსება მათშიც. ასე რომ, ეს შესაძლებლობა, წარმოუდგნელად, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.

4. რა იყო ყველაზე საინტერესო იმ უნივერსიტეტში, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურთ ჩვენთან, ɫӰ-ში?

განსხვავება უნივერსიტეტებს შორის ხშირად მომდინარეობს საჭიროებებიდან. არის რაღაცები, რაც გვხიბლავს, მაგრამ არ გვჭირდება, თქმა არ უნდა, ან შესაძლებელი არაა. მაგალითად, პირველად ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ უნივესიტეტის უზარმაზარმა კაფეტერიამ, უაზარმაზარმა ლაბორატორიებმა, სპორტ დარბაზებმა, რომელიც იმ უნივერიტეტს ჰქონდა. ჯგლითი, ხმაური, ხალხთა სიმრავლე, მხიარულება, ეს ძალიან უხდება სტუდენტურ ასაკს. ჩვენ ამის გამეორება გაგვიჭირდება. ქალაქში, სადაც მე ვსწავლობდი, მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი იყო,  ჩვენთან ასე არ არის. მაგრამ ძალიან კარგია, როცა  ქალაქის მოსახლოების დიდი ნაწილის გაცნობას ახერხებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ უნივერსიტეტში სწავლობთ. სხვა ასპექტები, აკადემიური, ბიუროკრატიული მხარე, ვფიქრობ ჩვენთან უკეთესიცაა, რაღაც შემთხვევებში.

5. გაიხსენეთ ყველაზე უცნაური, fun, გასაკვირი ან საინტერესო ამბავი რაც იქ გადაგხდათ.

ბევრი არჩევანი მაქვს ამ კითხვაზე საპასუხოდ, მაგრამ არის ერთი გამორჩეულად ღირსსახსოვარი დღე: პანდემია რომ გავრცელდა პორტუგალიაში, უნივერსიტეტის ადამინისტრაციამ რადიკალური ზომები მიიღო — გარეთ გასვლა მხოლოდ ორშაბათობით შეგვეძლო: სპეციალური ეკიპირებით; მანქანა გვაკითხავდა, მივყავდით მაღაზიამდე და მერე უკან, - შინამდე. ეს იყო ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობა, გავსულიყავით რეზიდენციიდან. ისიც მონაცვლეობით, — ერთი ადამიანი გადიოდა და ყველასთვის ყიდულობდა სასურველს. ძალიან ბევრი პროდუქტის არსებობა მანამდე არ ვიცოდი. ოთახები გაიყო, ყველა ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. სამზარეულო ოთახშიც მონაცვლეობით შევდიოდით. „Ola“ იტყოდა რომელიმე და ეს იყო დიალოგის მაქსიმუმი, ან შეიძლებოდა, რომელიმეს სასხვათაშორისოდ ეკითხა,  „Tudo bem?” რაც გამოითარგმანება როგორც „ყველაფერი კარგადაა?“, მაგრამ იქ თითქმის იყენებენ, როგორც „როგორ ხარ“ შეკითხვას ვიყენებთ ჩვენ; ისე რომ, მარტოობის შეგრძნება ძალიან მომატებული მქონდა იმ პერიოდში. არ მახსოვს, ზუსტად, ეს რამდენი ხანი გაგრძელდა, მე მგონი 2 თვე, ან თვე და რამდენიმე კვირა. სტუდენტების უმრავლესობა სამშობლოში დაბრუნდა. უზარმაზარ რეზიდენციაში მხოლოდ 8 სტუდენტი დავრჩით. დილაობით მხოლოდ ჩიტების ხმა იყო და საღამოობით აივნიდან ველაპარაკებოდი ერთ მოხუც ქალს, როცა პორტუგალირი ენა, როგორც იქნა, ავითვსე. მერე, უცაბედად, გაგვათავისუფლეს. დიდი ხანი ველოდით ორშაბათს, რათა გარეთ გავსულიყავით. სხვათა შორის, ზოგ სტუდენტს გასვლაც აღარ უნდოდა. მე ყურსასმენები მეკეთა და ვამჩნევდი, როგორ იოლად მღლიდა სიარული. ვიღაცამ დამირეკა და ლაპარაკით ვსეირნობდი. ქართულ ენაზე ვლაპარაკობდი. ერთ კილომეტრს დავფარავდი თუ არა, ილაჯმიხდილი ვჯდებოდი სადმე, ვისვენებდი და მერე ისევ ვაგრძელებდი რონინს, სიარულს. იქ ველობილკები იყო და სწორედ ამ მომენტში, ვიღაც ქართულად მესალმება.  ხართ ქალაქში, სადაც 35,000 ადამიანი თუ ცხოვრობს. ძირითადად, მოხუცები და სტუდენტები. არ წარმოიდგინოთ, რომ ეს პატარა ქალაქია. ფოსტა აღარ მოდის. გაზეთები ორმაგი შეფუთვით იბეჭდება. ნიღბები აღარ იშოვება. მსოფლიოში მესამე ადგილზეა პანედმიის გავრცელებით. დაბნეულობაა. ორი თვის შემდეგ, პირველად გახვედეთ გარეთ და ამ მომენტს დიდხანს ელოდით, ხოლო ამ დროს ვიღაც გეუბნებათ გამარჯობაო, პასუხი მინდა, ხომ თქვენც იმას ჰკითხავდით საკუთარ თავს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნომერი რატომ არ მიკითხავსო, აქამდე, არავისთვის? მალევე გამოვერკვიე და გავიგე, რომ იქ „ქართველების უბანიც“ ყოფილა. დღეს როგორ სხვანაირად მაგონდება ყველაფერი! მოგონებების მიმართ ისედაც სენტიმენტალური ვარ.

6. რას ურჩევთ სტუდენტებს, ვინც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობენ/უნდათ/აპირებენ?

ნუ ეცდებიან, საკუთარ თავს რაიმე მკაცრი ფოლოსოფიით ანესთეზია გაუკეთონ: პრობლემებს ებრძოლონ ბოლომდე. საკუთარ თავობას ყოველთვის მოასწრებთ. თუ ვინმეს ენდობიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში,  ვისგანაც მოტყუება არ დააზარალებთ.  კიდევ, როგორიც ხარ, ისეთი მოლოდინიც გაქვს და როგორიც ხარ, ყველანი შენი მგვანი არაა, ეს ტრაფარეტი ხშირად ავიწყდება ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მითუმეტეს მაშინ, როდესაც გარემოს იცვლის.  ყველაფერი გამეორებას აპირებს. დანარჩენი ის სწავლებაა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ მაშინ იჯერებს, როცა გამოცდის. და ხო, ის მცდარი აზრია, რომ ამბობენ, მე ყველაფრისთვის მზად ვარო! ჩემო ძალიან ძვირფასო მეგობარო, შენ მხოლოდ იმისთვის ხარ მზად, თუკი ასეა, რისი წარმოდგენაც შეგიძლია. პარადოქსია, მაგრამ მზაობა წინასწარი არასოდესაა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა