ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი!

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი!

პარასკევი, 07 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მიღებას.


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს: 

  • 140 ევრო დღიურად.
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 275 ევროს ოდენობით;

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • შევსებული ხელშეკრულება.

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება მიმღები (უშაკის უნივერსიტეტი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • საერთაშორისო კვირეული ჩატარდება 29 მაისი - 2 ივნისის პერიოდში, 2023.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 14 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „უშაკის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა