ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2021 წლის გაზაფხულის ნაკადი

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2021 წლის გაზაფხულის ნაკადი

ოთხშაბათი, 31 მარტი, 2021

აჩვენე კალენდარზე

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2021 წლის გაზაფხულის ნაკადზე, განათლების შესაბამისი პროფილით დარეგისტრირებულ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტსა და კურსდამთავრებულს შორის არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) სტუდენტებიც. ɫӰ-ს კარიერის ცენტრმა მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულს, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე.

თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დარეგისტრირებული პირები სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით გაივლიან. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოიმუშაონ თავიანთი პროფილის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, გაიზიარონ საჯარო მოხელისთვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმები და სტანდარტები და გახდნენ კონკურენტუნარიანები საჯარო სექტორში დასაქმების სურვილის შემთხვევაში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა