,,ცვალებადი ნიშნები" წარმატებული მარკეტინგული საფუძვლების სახელმძღვანელოში!
შაბათი, 06 აპრილი, 2024
ცვალებადი ნიშნების საერთაშორისო წარმატებები!
Cavea+-სა და ɫӰ-ს ერთობლივი პროექტი ,,ცვალებადი ნიშნები" წარმატებული მარკეტინგული ქეისით "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" (Eseentials of Modern Marketing (EOMM)) პირველ ქართულ გამოცემაში შევა.
-,,პირველ რიგში ჩვენთვის და შემდეგ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, როცა მსოფლიო გიგანტების გვერდით ადგილს იკავებ. ქართულ კომპანიებს მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წარმატებული და ინოვაციური მარკეტინგული ქეისები კოტლერის გამოცემის მეშვეობით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას გავაცნოთ. ისინი შეგვაფასებენ და, რაც მთავარია, გარკვეული ადამიანებისთვის შესაძლოა ჩვენი გამოცდილება ერთგვარი გზამკვლევიც კი გახდეს"- გიორგი თაქთაქიშვილი, ɫӰ-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.