ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ɫӰ-ს მედიცინის სკოლამ ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ɫӰ-ს მედიცინის სკოლამ ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.


ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან კოლაბორაციით, აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და განვითარების მიზნით საგრანტო პროექტი GIOSTE (Introduction of OSTE stations in Georgian HEIs) წარადგინა.

პროექტი შეიქმნა და დაიგეგმა თსსუ-სა და ɫӰ-ს უშუალო კოორდინირებით და მისი მიზანია საქართველოში აკადემიური პერსონალის გადამზადება და განვითარება. გამარჯვებული პროექტი მოიცავს:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების და აკადემიური პერსონალის ჩართულობით სამუშაო შეხვედრების ჩატარებას
  • საპილოტე OSTE-ს დანერგვას
  • გაიდლაინების და სასწავლო მასალების შემუშავებასა და გავრცელებას საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.


პროგრამას ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა