ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
სამშაბათი, 16 მარტი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა იწყებს ონლაინ იმიტირებულ სასამართლო პროცესის კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. კონკურსამდე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პროფესიული ტრეინინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში.
მონაწილეები თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკოსი იურისტებისაგან მიიღებენ რეკომენდაციებს, დადგამენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს და შეითავსებენ პროცესის მონაწილეთა როლებს. კონკურსში ჯგუფები კონკრეტულ საქმეს განიხილავენ და მოსამართლის წინაშე იმიტირებულ სასამართლო პროცესს გამართავენ.
ტრეინინგების და შეჯიბრის დროს სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ისინი შეძლებენ სამართლებრივ-ანალიტიკურ კვლ᳥ვას და წერილობითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ორატორული ნიჭის გამომჟღავნებას, დებატების ხელოვნების წარმოჩენას და სასამართლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.
კონკურსი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაცია, სადაც მონაწილეებს მოუწევთ გამოსვლა მოსამართლის წინაშე და საკუთარი პოზიცის დასაბუთება. იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარების დროს წარმოდგენილი იქნება ყველა აუცილებელი კომპონენტი, რათა ის მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალურ სასამართლო პროცესთან.
მონაწილეობის მიღება:
- იმისთვის, რომ გახდეთ პროექტის მონაწილე უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი. გუნდის წევრები უნდა იყვნენ ერთი და იმავე სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები.
* ერთი სასწავლო დაწესებულებიდან შესაძლოა რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება - გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებისგან
- გუნდის წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს 3-დან 5 მოსწავლის ჩათვლით.
- შეავსეთ აპლიკაცია და მოგვაწოდეთ გუნდების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე:
- რეგისტრაციის ბოლო თარიღი 26 მარტი 15:00 საათი
ტურნირი შედგება ოთხი ეტაპისგან:
1. რეგისტრირებულ მონაწილეებთან გაცნობითი შეხვედრისა და მასტერკლასის ჩატარება - 30 მარტი და 1 აპრილი:
30 მარტი - 1 აპრილის განმავლობაში დარეგისტრირებულ გუნდებს ჩაუტარდებათ გაცნობითი შეხვედრა და მასტერკლასი.
გაცნობითი შეხვედრა - 30 მარტს 5 საათზე, სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი ზაზა რუხაძე და ɫӰ-ს ასოცირებული პროფესორი ლევან ვეფხვაძე შეხვდებიან დარეგისტრირებულ გუნდებს.
შეხვედრის ბმული: / Meeting ID: 813 9485 1972 / Passcode: 050687
მასტერკლასი - 31 მარტსა და 1 აპრილს 7 საათზე, ɫӰ-ს ასოცირებული პროფესორი ლევან ვეფხვაძე ჩაატარებს მასტერკლასს იმიტირებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. მასტერკლასში ჩართულ ყველა სკოლის მოსწავლეს ɫӰ-სგან გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.
2. კონკურსანტი გუნდების შერჩევა - 1 - 4 აპრილი:
1 აპრილს საღამოს 21:00 საათზე დარეგისტრირებულ გუნდებს გაეგზავნებათ პატარა დავალება. დავალება წარმოადგენს ერთ სამსჯელო კითხვას. შევსებული დავალება გუნდებმა უნდა გამოგზავნონ 3 აპრილის დღის 12 საათამდე.
შესრულებულ დავალებაზე დაყრდნობით საორგანიზაციო გუნდი შეარჩევს 8 ან 10 გუნდს, რომლებიც ჩაერთვებიან იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსში. კონკურსანტი გუნდების შერჩევისას ასევე ყურადღება მიექცევა გუნდების სამოტივაციო წერილს, რომელიც თავდაპირველი რეგისტრაციის დროს დაფიქსირდება.
4 აპრილს 20:00 საათზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გუნდები შეიტყობენ გახდნენ თუ არა კონკურსის მონაწილეები. ამავე დღეს, 21:00 საათზე ზუმის შეხვედრის მეშვეობით კონკურსანტი გუნდები შეიტყობენ ოპონენტი გუნდების ვინაობას, ასევე თუ რომელ მხარეს წარმოადგენენ ისინი, დაცვას თუ ბრალდებას და გაეგზავნებათ სამუშაო კაზუსი, რომელსაც განიხილავენ საკონკურსო ეტაპზე.
3. ჯგუფური ეტაპი - 10 - 11 აპრილს:
10-11 აპრილს ზუმის მეშვეობით ჩატარდება ჯგუფური ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 2 ფინალისტი გუნდი. ფინალისტებს გადაეცემათ ახალი კაზუსი და თავიდან განისაზღვრება მხარეები.
4. ფინალური ეტაპი - 17 აპრილი:
17 აპრილს ჩატარდება ფინალური ეტაპი, ზუმის პლატფორმაზე.
საპრიზო ფონდი:
პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა:
- 1000 ლარი ფულადი პრიზი;
- 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც ამოქმედდება ɫӰ-ში ჩაბარების შემთხვევაში;
მეორე ადგილის მფლობელს გადაეცემა:
- 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც ამოქმედდება ɫӰ-ში ჩაბარების შემთხვევაში.
- ბრენდირებული საჩუქრები;
გისურვებთ წარმატებას!