ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ɫӰ-ს ხუთი სტუდენტი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიანტი გახდა

ɫӰ-ს ხუთი სტუდენტი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიანტი გახდა

ხუთშაბათი, 20 დეკემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიისა და ლაკვილას უნივერსიტეტის (იტალია) გადაწყვეტილებით 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები მოიპოვა ɫӰ-ს ხუთმა სტუდენტმა! ესენი არიან:

  • მარიამ ტყავაძე - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
  • ქეთევან ზაქარიაძე - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
  • გიორგი გიორგობიანი - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
  • ლადო წივწივაძე - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, ბაკალავრიატი
  • ბადრი გოგილაშვილი - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, მაგისტრატურა

აღსანიშნავია, რომ ლაკვილას უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტ᳥ბისთვის გამოცხადებული იყო სულ 7 ადგილი, რომლისთვისაც ექვსი უნივერსიტეტის კანდიდატები იბრძოდნენ საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული 7 ადგილიდან 5 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს!

ვულოცავთ მარიამს, ქეთის, გიორგის, ლადოს და ბადრის და წარმატებებს ვუსურვებთ დასახული მიზნების მიღწევაში. სამხრეთ იტალიისკენ ისინი უკვე იანვარში გაემგზავრებიან.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა