ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

მოდელირებული ლექციები ɫӰ-ში!

მოდელირებული ლექციები ɫӰ-ში!

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2023

აჩვენე კალენდარზე

უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის!

მოდელირებული ლექციები ɫӰ-ში თვითაღმოჩენისთვის შეიქმნა. თითოეულ სკოლის მოსწავლეს გეძლევათ შანსი დაესწროთ სხვადასხვა ფაკულტეტის მიერ, ექსკლუზიურად თქვენთვის, ორგანიზებულ ლექციებს და გაიგოთ ყველაფერი სასურველი პროფესიის შესახებ.

პროექტის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს მისთვის სასურველი ლექცია. ლექციები ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსში.

ლექციის პროცესში მოსწავლეები შეხვდებიან ფაკულტეტის ლექტორებს, ჩაერთვებიან საინტერესო დისკუსიაში და რაც მთავარია, ერთი დღით გახდებიან ɫӰელები.

ლექციებზე დასასწრებად ჸრ᳥გისტრირდით შემდეგ ბმულზე:

ɫӰ-ს მოდელირებული ლექციების ჩამონათვალი და განრიგი შემდეგია:

ბიზნესის სკოლა

  • ლექციის სახელწოდება: რა უნდა გვესმოდეს ბიზნესში?
    ლექციაზე განვიხილავთ ბიზნესის მიმართულებებს, მათ გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში, ხრიკებს , case-ებს და სახალისო ამოცანებს ფინანსებიდან, მენეჯმენტიდან და მარკეტინგიდან.
    ლექტორი: ნატო ტორონჯაძე (ɫӰ-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი)
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 13 მარტი, 15:00 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი


სამართლის, სოც. მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

  • ლექციის სახელწოდება: საზოგადოებრივი ცხოვრება და მისი რეგულირება
    სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი პროცესების არსობრივი ასპექტები
    ლექტორი: ზაზა რუხაძე (ɫӰ-ს სამართლის სოც. მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი)
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 13 მარტი, 16:00 სთ
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი


ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

  • ინფორმატიკის ლექციის სახელწოდება: საინფორმაციო ტექნოლოგიები და ბიზნესი
    ლექტორი: ნინო თოფურია (ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ლექტორი)
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 16 მარტი, 15:00 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი
  • ინჟინერიის ლექციის სახელწოდება: არქიტექტურა და მშენებლობა
    ლექტორი: თეა ნარეკლიშვილი (ინჟინერიის სკოლის ლექტორი)
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 15 მარტი, 15:00 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

  • ლექციის სახელწოდება: ინგლისური ფილოლოგია - „ინგლისური ენის ფონეტიკა“
    ლექტორი: თამუნა ფაღავა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორი )
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 14 მარტი, 15:00 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი
  • ლექციის სახელწოდება: ქართული ფილოლოგია-„ადამიანის საზრისი ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში“
    ლექტორი: მაია ჯალიაშვილი
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 17 მარტი, 15:00 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი
  • ლექციის სახელწოდება: ისტორია- “თანამედროვე არქეოლოგიის მიღწევები და გამოწვევები“
    ლექტორი: ნიკო მურღულია
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 16 მარტი, 17:00 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი


მედიცინის სკოლა

  • ლექციის სახელწოდება: „ბიოტექნოლოგიის როლი მედიცინაში“
    ლექტორი: გიორგი ხარებავა
    ლექციის დაწყების თარიღი და დრო: 14 მარტი, 17:00 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 50 წუთი


მოდი და გაუმრავალფეროვანდი!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა