არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ɫӰ-ში!
ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2023
საქართველოში განხორციელებულმა საარჩევნო რეფორმამ, რომელიც 2024 წელს პარლამენტის არჩევნების ელექტრონული (საარჩევნო) ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას (არჩევნების მოდერნიზებას) გულისხმობს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საარჩევნო ადმინისტრაცია.
არსებული გარემოებების შესწავლიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიულ გეგმაში, ერთ-ერთ პრიორიტეტად ზუსტადაც, რომ ელექტრონული არჩევნების შესახებ ჩართული მხარეების და საზოგადოების ინფორმირება განისაზღვრა.
სწორედ ამიტომ, ɫӰ-ში 22 ნოემბერს, 13:00 საათზე, გარდა ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრეზენტაციისა საარჩევნო ტექნოლოგიების (აპარატების) დემონსტრირება და იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება.
შეხვედრის ადგილი: საკონფერენციო დარბაზში (მე-200 აუდიტორია).