ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია

გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია

სამშაბათი, 02 ოქტომბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად, ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის პირველი და მეორე ს᳥მ᳥სტრის&Բ;სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმატიკისა და ინჟირერიის ფაკულტეტებიდან, ასევე აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა! (შემოწმდება გასაუბრების შედეგად)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 12 ოქტომბრის 19.00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტ᳥ბისთვის).
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება, ჩამოტვირთეთ ფორმა

შ᳥ამǃმ᳥თ&Բ;, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი. კონკურსის პერიოდში მზადდება სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული განაცხადის მომზადების ეტაპზე ხელმოწერით დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება არ მოითხოვება. სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში სტუდენტის მიერ ივსება შემდეგი გრაფები:

  1. სტუდენტის პირადი მონაცემები
  2. გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია
  3. მიმღებ უნივერსიტეტში შერჩეული კურსების და მშობლიურ უნივერსიტეტში მათი ექვივალენტური კურსების შესაბამისი გრაფები (Table A: Study programme abroad; Table B: Recognition at the Sending Institution)
  4. ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შეფასების მესამე ეტაპს.ასეთ შემთხვევაში შევსებული ხელშეკრულება უნდა დაამოწმოთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდითა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ლაკვილას უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს: 

  • უფასო სწავლა
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

დამატებითი ინფორმაცია: 

  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 32 220 65 20 317; +995 592 11 22 00;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

  • პასპორტის ასლი
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მობილობის პროგრამა

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა