ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ɫӰ-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017

ɫӰ-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017

კვირა, 03 დეკემბერი, 2017

აჩვენე კალენდარზე

ɫӰ-ს ახალი ჩემპიონი ყავს! როგორც უკვე იცით, შიდა სტუდენტური ტურნირი „მინი-ფეხბურთში 2017“ 4 ნოემბერს (2017) დაიწყო. მონაწილეობა მიიღო 12 გუნდმა, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ ფაკულტეტების მიხედვით. ამდენად, ტურნირში ჩაბმულნი იყვნენ გუნდები ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართულებებიდან. ტურნირის კულმინაცია-ფინალი კი 3 დეკემბერს (2017), სპორტულ კომპლექს არენა 1-ში გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ალფა მამრები“ (IT) და „Thunder“ (BBA). თამაშის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. თუმცა, მეორე ნახევარში „ალფა მამრებმა“ შეძლეს უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 10:4 გაიმარჯვეს.

ვულოცავთ „ალფა მამრების“ (IT) ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას. ისინი სრულიად დამსახურებულად დაეუფლნენ ɫӰ-ს „მინი-ფეხბურთის 2017“-ის თასს. „ალფა მამრების“ შემადგენლობა: გიორგი ხაჩიძე, ნიკა გოგუაძე, სანდრო აროშიძე, სანდრო მირიჯანაშვილი,  დათო ნიჟარაძე, თაზო მუჩიაშვილი, ნიკა ტალახაძე თამაშის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართა.

ფინალისტ გუნდებს პირველი და მეორე ადგილოსნის მედლები გადასცეს ɫӰ-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერმა გია ჩქოფოიამ. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა აგრეთვე 400 ლარიანი ვაუჩერი და ɫӰ-ს გარდამავალი თასი 1 წლით,დაჯილდოვების ღონისძიებას ესწრებოდა ტურნირის სპონსორი, ფიტნეს კლუბ - Urban Garden-ის მენეჯერი ვატო თევზაძე, რომელმაც 1 თვიანი ულიმიტო აბონემენტი გადასცა გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს, ხოლო 3 თვიანი უფასო აბონემენტი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს, სანდრო აროშიძეს. სანდრომ ტურნირის განმავლობაში 16 გოლი გაიტანა და დამსახურებლად მოიპოვა ეს ტიტული. ბოლოს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ɫӰ-ს სტუდენტურ ელჩებს ტურნირის ორგანიზებისთვის.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა