ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ɫӰ-ს 2019 წლის ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი დაიწყო!

ɫӰ-ს 2019 წლის ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი დაიწყო!

პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) 2019 წლის ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი დაიწყო!

  • რ᳥გისტრაცია: 29 ნომებრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით;
  • კენჭისყრა ჩატარდება 10 დეკემბერს (სადაც ასევე დეტალურად განვიხილავთ თამაშის წესებს და სტრუქტურას);
  • თამაშები დაიწყება 14 დეკემბერს;
  • დაჯილდოება: გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი, რომელიც იმოგზაურებს ტურნირიდან ტურნირამდე და ფულადი პრიზი (600 ლარი).

ჩ᳥მიონატში&Բ;მონაწილ᳥ǃის&Բ;წ᳥ს᳥ბი:

1.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს 10 და არანაკლებ 8 წევრით დაკომპლექტებულ გუნდს,
რომლის შემადგენლობაში შესული თითოეული მონაწილე არის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი;

1.2. ტურნირის წესებიდან გამომდინარე, ესა თუ ის გუნდი არ არის აუცილებელი რომ დაკომპლექტებული
იყოს ერთი და იმავე მიმართულების/პროგრამის სტუდენტებით;

1.3. არ შეიძლება გუნდის განაცხადის შეცვლა ტურნირის დაწყების შემდეგ;

1.4. არ შეიძლება ერთზე მეტ გუნდში თამაში;

1.5. მონაწილეთა სქესი არ არის განსაზღვრული.

გუნდების&Բ;ჸსარ᳥გისტრირ᳥ბლად&Բ;გაჸჸთ&Բ;ბმულზ᳥
ჸ&Բ;შ᳥ავს᳥თ&Բ;

თამაშის&Բ;წ᳥ს᳥ბი:

2.1. მოქმედებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი ყველა წესი,
რომელიც არ არის შეცვლილი ორგანიზატორთა მიერ მომდევნო წესებით;

2.2. თითოეული გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს რვა (8) მოთამაშე: 5 ძირითადი მოთამაშე (1 მეკარე და 4 მოედანზე) და 3 სათადარიგო;

2.3. არ მოქმედებს თამაშგარის წესი;

2.4. ცვლილებების რაოდენობა არ არის შეზღუდული;

2.5. შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში დაბრუნება;

2.6. წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიცირებული მოთამაშე უნდა შეიცვალოს სათადარიგო მოთამაშით;

2.7. დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება შემდეგ მატჩზე;

2.8. გოლის აღნიშვნის ნებისმიერი შეზღუდვა გაუქმებულია;

2.9. საჯარიმო დარტყმის დროს ბურთსა და დაჯარიმებული გუნდის ფეხბურთელებს შორის მანძილს განსაზღვრავს მსაჯი;

2.10. პენალტი უნდა შესრულდეს კარის ხაზიდან ცხრა (9) მეტრის მანძილიდან;

2.11. გვერდითი ხაზიდან მოთამაშემ ბურთი თამაშში უნდა შემოიტანოს ფეხით;

2.11.1. გვერდითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი არ უნდა იყოს ჰაერში;

2.12 იმ შემთხვევაში თუ გუნდი დააგროვებს 5 ჯარიმას მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა პენალტის დარტყმის უფლება;

2.12.1 ჯარიმების რაოდენობა ბათილდება მეორე ტაიმში და თავიდან აითვლება;

ტურნირის&Բ;სტრუქტურა:

3.1. ტურნირის სტრუქტურა (ჯგუფური ეტაპი/ფლეიოფი ანდა ოლიმპიური პრინციპი) დამოკიდებული იქნება მონაწილე გუნდების რაოდენობაზე;

3.2. მატჩი გრძელდება ორი (2), ოცწუთიანი (20 წთ) ტაიმი;

3.3. ფლეიოფში ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნება ორი (2), ხუთწუთიანი (5 წთ) ტაიმი. თუ დამატებითი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნება ცხრა (9) მეტრიანი დარტყმების სერია;

3.4. თამაშების ჩატარების დროები წინასწარ შეთანხმებული იქნება გუნდების კაპიტნებთან;

3.5. შეთანხმებულ მატჩზე არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ჩაეწერება წაგება ანგარიშით 0:3.

ჸმატ᳥ბითი&Բ;ინფორმაციისთვის&Բ;ჸგვიკავშირდით:

555 335 066 - სალო

598 591 555 - გივი

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა