ლაშა ლაკირბაიას ღია ლექცია - რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება და რა ხდება სილიკონის ველზე?
ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2015
21 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით:"რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება და რა ხდება სილიკონის ველზე?", რომელსაც უძღვებოდა Software Engineer-ი, ამერიკიდან ჩამოსული ლაშა ლაკირბაია.
შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები.
სპიკერის რეგალიე:
ლაშა ლაკირბაიამ კომაროვის 199-ე ფიზიკა/მატემატიკური სკოლა დაამთავრა. მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე აქვს აღებული 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრი. სტუნდეტობისას მონაწილეობდა საერთაშორისო გუნდურ სტუდენტურ ოლიმპიადაზე ალგორითმებში(ACM), 3-ჯერ გახდა ნახევარფინალის მონაწილე.
2013 წელს რამდენიმე თვით მუშაობდა კომპანიაში VMware, software engineer intern-ის პოზიციაზე. ამჟამად, კომპანიაში Rocket Fuel, გახლავთ software engineer.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.