ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ხუთშაბათი, 13 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ლიტერატურის, ენის, ისტორიისა თუ ფოლკლორის საკითხებს. გარდა ამისა, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ფართო აუდიტორიას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება: მოთხრობები, ჩანახატები, ლექსები თუ თარგმანები.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმით 16 მაისს, 14:00 საათზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული:

მონაწილეთა სია:

  • ნათია ტყემალაძე – ინკლუზიური განათლების დანერგვის ისტორიისათვის
  • ანი ბრეგვაძე – მორალურ-ზნეობრივი კონცეპტები დ. კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით
  • მარიამ ტეფნაძე – ნაცვალსახელთა ბრუნების ტიპები ძველ ქართულში
  • ნანა მაჭარაძე – მიხეილ თამარაშვილი და ქართული ინტელიგენცია
  • ანკა გიორგობიანი – სიმბოლურ-ალეგორიული ქვეტექსტები მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ მიხედვით
  • ნამილ გასანოვი – ფრაზეოლოგიური გამოთქმების ერთი სახეობისათვის აზერბაიჯანულში (ქართულთან მიმართებით)
  • სანდრო ჩემინავა – გურამ გეგეშიძის „ეშმაკის მოსახვევის“ გააზრებისათვის
  • უშანგი ხორნაული – ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორია „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით
  • მარი კულუა – გამორჩევითობის სემანტიკის გამოხატვისათვის თანამედროვე ქართულში
  • ანა პაპავა – ეგზისტენციალური საკითხები ბესიკ ხარანაულის „ხეიბარი თოჯინას“ მიხედვით
  • თამარ ბიტარიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯავეთის ციხე და მითოსური ქაჯავეთის ქვეყანა
  • მარიამ ჩხეიძე – „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ – ისტორიული წყარო

#WeAreɫӰ #ჩვენვქმნითმომავალს #ɫӰმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა