ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია ɫӰ-ში

საერთაშორისო კონფერენცია ɫӰ-ში

ოთხშაბათი, 02 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ɫӰ-ში ჩატარდა 3 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია, 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც მიეძღვნა თემას: აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური გამოწვევები, გზამკვლევი საქართველოსთვის. საერთაშორისო ექსპერტებსა და ევროპული უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად ფორუმში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები და ɫӰ-ს კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ:

  • მესინას უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის პროფესორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის სახელობის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის მეცნიერ - თანამშრომელი ბრუნო სერგი, რომელმაც ორ თემაზე ისაუბრა: საგარეო ვალის პრობლემა ევროპის პერიფერიულ ქვეყნებში და ეროვნული ბანკის როლი ამ პროცესში; რეინდუსტრიალიზაცია ევროპის აღმოსავლეთში (წარმატებული პრაქტიკის ანალიზი, ჩეხეთი და პოლონეთი).
  • ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორი, კრასტიო პეტკოვი, რომელმაც მოხსენებას გააკეთება თემაზე: ეკონომიკური ტრანზიცია ბალკანეთში, ეროვნული ტრაექტორიების თავისებურებები.
  • ლევან ბორჩხაძის (ɫӰ-ს ბიზნეს სკოლა) მოხსენება დაეთმო თემას: დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოსთვის.
  • დავით შიოლაშვილმა და რატი ანჯაფარიძემ (ɫӰ-ს ბიზნეს სკოლა), ისაუბრეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებაზე მიმართულ სახელმწიფო ინსტრუმენტებზე.

ფორუმს აკადემიური წრეების საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო კონფერენცია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზატებით ჩატარდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა