ERASSMUS + KA171 STT და STA-ს ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Sakarya University) პროფესორები: ენგინ ჯანი, ჰაქან ადიგუზელი და მეჰმეთ ალპერ ჩანთიმერი ესტუმრნენ.
ისტორიკოსმა, მეჰმეთ ალპერ ჩანთიმერმა, ɫӰელებისთვის, წაიკითხა ლექციები შემდეგ თემებზე:
- ,,თურქეთის სახე ქართულ ისტორიოგრაფიაში"
- ,,თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და საერთო მემკვიდრეობა".
პროფესორებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარა მეჭურჭლიშვილმა და ფაკულტეტების წარმომადგენლებმა უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო პერსპექტივების დასახვა და პარტნიორობის გაფართოება იყო.