კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტმა, წელს International staff week-ის ფარგლებში, ɫӰ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარა მეჭურჭლიშვილს, უმასპინძლა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და მასში დანერგილი სასწავლო სტრუქტურა. ტრენინგების მსვლელობის პერიოდში, თამარამ ჩაატარა ლექცია, თემაზე: ,,თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში". კვირეულის დასასრულს დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.