საერთაშორისო კვირეული ɫӰ-ში!
ɫӰ-სა და Erasmus+-ის დაფინანსებით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 25-29 აპრილს, ვუმასპინძლეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს: ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. კვირეულის ფარგლებში სტუმრებმა განიხილეს Erasmus+-ის პროგრამები, პანდემიისა და ომის გამოწვევები, მოისმინეს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლების პრეზენტაციები, ასევე თავადვე წარუდგინეს და ისაუბრეს თავიანთი უნივერსიტეტების შესახებ. კვირეული დატვირთული იყო მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით. საბოლოოდ, საერთაშორისო კვირეული სამომავლო გეგმების დასახვითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე საუბრით დასრულდა.