ɫӰ განაგრძობს სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა-სემინარების ჩატარებას. 7 აპრილს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები "პროფესიული ორიენტაციის განვითარების" ფარგლებში თბილისის #18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
მომხსენებლები ɫӰ-ს ელჩები იყვნენ და მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და კარიერის დაგეგმვის გზებზე ისაუბრეს. მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ɫӰ-ს პროგრამებსა თუ გადახდის ახალ სისტემაზე.
მსმენელთა შორის აღმოჩდნენ მოსწავლეები რომლებიც უკვე დაინტერესებულნი არიან ɫӰ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლით და ასევე აქტიურად არიან ჩართულები GeoLab-ის სასწავლო კურსებში.
ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გაიმართება.