ბლოგი ვოლ სტრიტის მგელის, მეთიუ მაკჰონაჰის შესახებ - ნათია მაისურაძე
ორშაბათი, 30 ნოემბერი, 2015
ნათია მაისურაძე:
ɫӰ-ში გაიმართა კონკურსი, რომელიც გულისხმობდა ɫӰ-სთვის სლოგანის შერჩევას. გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზის სახით გადაეცემოდათ ბილეთი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასზე.
რადგანაც პრიზი ძალიან მიმზიდველი იყო, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო და გავაგზავნე ჩემი სლოგანი "ამერიკული გზა წარმატებისკენ", რომელიც ჩემი გადმოსახედიდან სწორად ასახავდა ɫӰ-ს გზავნილს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სლოგანი გამარჯვებულთა შორის ვერ მოხვდა და მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა, არც მე დამწყვიტა გული ჩემმა უნივერსიტეტმა და მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ამ ღონისძიებას.
რაც შეეხება მასტერკლასს, განსხვავებული იყო. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა და ყველა სუნთქვაშეკრული უსმენდა ჯორდან ფელფორტს, რომელიც გაყიდვების პრინციპსა და მნიშვნელობაზე საუბრობდა. რა თქმა უნდა, ეს მასტერკლასი არ ჩაივლიდა ლეონარდო დიკაპრიოს ხსენების გარეშე. ჯორდანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თვეეობით ასწავლიდა ლეოს ტემბრის სწორ მართვას. იყო მომენტები, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, მაგალითად არ დამავიწყდება, როდესაც ჯორდანმა ყველას გვთხოვა ფეხზე წარმომდგარებს გვეყვირა YES! - როგორც მან ახსნა ასე ახდენდა სხვების მოტივაციას.
მიუხედავად ჩემი აღფრთოვანებისა, რომ ჩემს წინაშე ნამდვილი ჯორდან ბელფორტი იდგა და მასტერკლასს გვიტარებდა, მაინც მცირე იმედგაცრუება მივიღე, რადგან უფრო მეტის მოლოდინი მქონდა. მინდოდა მეტი ახალი გამეგო და არა ის, რაც ɫӰ-ში უკვე განხილული და ნასწავლი მქონდა sales management- ის ლექციებზე.
თუნდაც ის, რომ გაყიდვების პროცესი არ მთავრდება მხოლოდ გაყიდვების დახურვით ( closing the sale ) და რომ, აუცილებელია Follow Up, ის, რომ აუცილებელია, გაიგო, რა არის შენი მომხმარებლის სურვილი და მოთხოვნა (needs and wants ). მასტერკლასის ბოლო ნაწილი, მხიარულად დაიწყო. საცურაო კოსტუმებში გამოწყობილმა ლამაზმა გოგონებმა, გამოაცოცხლეს დაღლილი დარბაზი. ხოლო როდესაც ჯორდანმა დაიწყო თავისი საჩუქრების დარიგება მთელი დარბაზი უცებ სცენასთან გაჩნდა და ასე მხიარულ ნოტაზე დაგვემშვიდობა უოლ სტრიტის მგელი.
მეც მინდა დაგემშვიდობოთ და მადლობა გადავუხადო ɫӰ-ს, რომ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის ტრენინგს.