
ɫӰ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს New York International Model United Nations Conference-ში — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაეროს მოდელირების კონფერენციაში, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუდენტსა და ახალგაზრდა ლიდერს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან.
კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერები, სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად, კომიტეტებში, გლობალურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში რეზოლუციების მიღებით დასრულდა.
ქართული-ამერიკული უნივერსიტეტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციასთან პარტნიორობით უკვე არაერთხელ აძლევს ɫӰელებს და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას, იყვნენ საერთაშორისო პლატფორმის ნაწილი და მიიღონ საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება.