უამრავი შენობა-ნაგებობის მთავარი კონსტრუქტორი, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 50 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების, საპატიო ინჟინრის სტატუსისა და აწ უკვე ɫӰ-ს პირველი ემერიტუსის ტიტულის მქონე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პირველი პროფესორ-ემერიტუსი, ოთარ ჩაკვეტაძე.
ɫӰ-ში სამშენებლო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელისა და პროფესორის 90 წლის იუბილე გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები, პროფესორები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. (6.06.24)
დაჯილდოების მსვლელობისას, ბატონი ოთარის მოღვაწეობის შესახებ, ɫӰ-ს მიერ შექმნილი, მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ემერიტუსის საპატიო წოდების გადაცემა და ტორტად ქცეული, მის მიერ დაპროექტებული მიხეილ მესხის სახელობის ფეხბურთის სტადიონის გაჭრა მოჰყვა.
ღონისძიების ბოლოს ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში, პირველი პროფესორ-ემერიტუსის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.
მადლობა, ბატონ ოთარს გაწეული შრომისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის და საქართველოს დედაქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის შექმნისთვის.