ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

აბიტურიენტების ვიზიტი ɫӰ-ში

აბიტურიენტების ვიზიტი ɫӰ-ში

ხუთშაბათი, 24 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

უკვე მეოთხე წელია, რაც ɫӰ აქტიურად ხვდება სკოლის მოსწავლეებს და ესაუბრება მათ პროფესიულ ორიენტაციასა და მასთან დაკავშირებულ ყველანაირ სტერეოტიპსა თუ სირთულეზე.

24 ნოემბერს (2016) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში, 178-ე, 182-ე, 14-ე და 113-ე სკოლის IX და XI კლასელები ეწვივნენ. სკოლის მოსწავლეებს, ტრადიციულად ɫӰ-ს პრეზინდენტი რ. მაიკლ ქაუგილი მისასალმებელი სიტყვით შეეგება. შეხვედრა, რომლის პირველი ნაწილი პროფესიულ ორიენტაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბარს მიეძღვნა, თავიდანვე ინტერაქციულად წარიმართა. სკოლის მოსწავლეებს პროფესიის არჩევის თემაზე ესაუბრა ɫӰ-ს განვითარების სამსახურის უფროსი გია ჩქოფოია. მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს და გააცნო ის სამი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც სასურველია მოზარდებმა გაითვალისწინონ პროფესიის არჩევისას. შეხვედრა კონკრეტულ პროფესიებზე საუბრით გაგრძელდა. მოსწავლეებმა ამომწურავი ინფრომაცია მიიღეს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა ბიზნესი, სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები. IX და XI კლასელების წინაშე წარდგნენ ɫӰ-ს ბიზნესის სკოლის წარმომადგენელი ირაკლი ჭელიძე და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძე. მათ ისაუბრეს ზემოთ აღნიშნული მიმართულებების სპეციფიკაზე, იმ კრიტერიუმემბზე, რომელსაც აკადემიური სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის უპირატესობაზე.

სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართა სახალისო კონკურსი, რომელშიც ყველა მოსწავლე დიდი ინტერესით ჩაერთო, რის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის თითოეულ წევრს ɫӰ-სგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. 

იყვნენ ისეთებიც, რომელთაც სურვილი გამოთქვეს დაეთვალიერებინათ აკადემიური სივრცე და მეტი გაეგოთ ɫӰ-ს შესახებ, მათ სასიამოვნო კომპანია ɫӰ-ს ელჩებმა გაუწიეს.
შეხვედრა მოგრძალებული ფურშეტითა და დადებითი ემოციების გაზიარებით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა