ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით 6 დან 16-წლამდე მორაგბეთა ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 150 მოზარდი იღებდა.
ღონისძიების ფარგლებში, ɫӰ-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის თანამშრომელმა და ,,AHA-ს სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)“-ის ტრენერმა გიორგი დარჯანიამ ფესტივალის მონაწილე მორაგბეებს პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა.
ფესტივალის მიზანი პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის გავცელება და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი არის ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტექნიკოსთა ეროვნული ასოციაცია) ავტორიზებული სასწავლო ცენტრი.