7 აპრილს (2017) ɫӰ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტებმა, ასევე პრეზიდენტმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები მიიღეს.
გამარჯვ᳥ბა პარტნიორობის ალიანსი/Victory Partnership Alliance-ის დამფუძნებელმა შონ მაკლაჰიმ მადლიერება ერთობლივი პროექტის წარმატებით შესრულების გამო გამოხატა.
ɫӰ-ს სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩაერთულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების - დღეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების - მხარდამჭერ პროექტში. ახალგაზრდებმა ინტერვიუები აიღეს მეომრებისგან და პირადად შეიტყვეს იმ ამბების შესახებ, რის თაობაზეც მხოლოდ ზედაპირულად, გადმოცემით იცოდნენ. ემოციური საუბრების და ფოტოპორტრეტების გადაღების შედეგად მომზადდა კალენდარი, 12 ჯარისკაცის 12 ამბავი.
2018 წლის კალენდრის წარდგინება საზოგადოებისთვის ოქტომრბის ბოლოს იგეგმება. გაყიდვიდან შემოსული თანხა ჩვენი გმირების მხარდაჭერას მოხმარდება.