ɫӰ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მორიგი წარმატება
შაბათი, 17 აპრილი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მორიგი წარმატება!
16-17 აპრილს გაიმართა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ დაფუძნებული რიგით II სამეცნიერო კონფერენცია - სალიტერატურო ენის საკითხები, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დღეს (14 აპრილს).
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს ɫӰ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა:
- თ. ვაშაკიძე - მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმების რამდენიმე საკითხისათვის თანამედროვე ქართულში
- თ. ბურჭულაძე - ერთი ტიპის სახელწოდებათა (მაგთი ჯგუფი, სითი მოლი...) მართლწერისათვის
- მ. ორკოდაშვილი - ენობრივი ინტერფერენცია: ენის ევოლუციური სტადიები თუ ენობრივი რეგრესი?
- ნ. გასანოვი - ერთი სახის ფრაზეოლოგიური გამოთქმებისათვის აზერბაიჯანულში (ქართულთან მიმართებით)
- მ. ტეფნაძე - ნაცვალსახელთა ბრუნების ტიპები ძველ ქართულში
- ნ. ტყემალაძე - შერწყმულთანდებულიანი სახელისა და ზმნა-შემასმენლის სინტაქსური მექანიზმისათვის თანამედროვე ქართულში
- ს. ჩემინავა - „მამაო ჩვენო“ დანტე ელიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“
წარმატებას ვუსურვებთ ɫӰ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების პროფესორებსა და სტუდენტებს.
#WeAreɫӰ #ჩვენვქმნითმომავალს #Ҵმომავლისთვის