კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ɫӰ-ში - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში განდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ɫӰ-სა და განდის ფონდის ორგანიზებით 9-11 ივლისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მშვიდობისა და ძალადობასთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა. მასში ɫӰ-ს პრეზიდენტი და ლექტორები, განდის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.
11 ივლისს კი დაიწყო ერთკვირიანი ვორკშოფი სტუდენტ᳥ბისთვის, რომელშიც არა მხოლოდ ɫӰ-ს, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანი ძალადობასთან ბრძოლის პრაქტიკის ცხოვრებასა და სწავლების პროცესში დანერგვაა.