ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ɫӰ-სა და სპარკს შორის
პარასკევი, 28 თებერვალი, 2020
28 თებერვალს (2020) ქართულ -ამერიკულ უნივერსიტეტსა (ɫӰ) და თბილისის ბიზნეს აქსელერატორ სპარკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი უნივერსიტეტში პრეაქსელერაციის პროგრამის დაწყებას გულისხმობს და მას ხელი სპარკის მხრიდან თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან ɫӰ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა მოაწერეს.
სპარკის მარკეტინგის ექსპერტი თამთა გველესიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს პრე აქსელერაციის პროგრამის შესახებაც ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.